Friday, December 25, 2015

ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში

 პროექტის სახელწოდება : ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში
პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებმა მოიძიონ მასალები სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელთან და  მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტრადიციებთან დაკავშირებით.

პროქტის აქტუალობა : ბავშვები შეადარებენ სხვადასხვა ქვეყვებში არსებულ საახალწლო ტრადიციებს ერთმანეთს და აღმოაჩენენ განსხვავებებს.
პროექტის მიზნები : მოსწავლეები გაიღრმავბენ ცოდნას და ფანტაზიის უნარს,  ისწავლიან აპლიკაციების შექმნას, ხალისით ისწავლიან საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი :  IV კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა :  2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით გააკეთებენ კედლის პლაკატებს,  ფოტოების მეშვეობით გაააკეთებენ პრეზენტაციას და დაამზადებენ საახალწლო მისალოც ბარათებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ხელოვნება, მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები    ნამუშევრის შექმნისას. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ. მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და  პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია მათ შემოქმედებითად გამოყენება. ხელოვნება, ი.ს.ტ
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები : თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, პლასტელინი, საღებავები. ფოტოები, ინტერნეტ საძიებო გვერდი google.com
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : მოსწავლეები დაიყოფიან 5 კაციან ჯგუფებად, თითოეულ  ჯგუფს ექნება სხვადასხვა ქვეყანაზე ( რუსეთი, ინგლისი, ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი) მოსაძიებელი მასალა ახალი წლის ტრადიციებთან დაკავშირებით, ბავშვები მოძიებულ მასალას მოიტანენ და პირველ ეტაპზე მოხდება თეორიის განხილვა-შეჯამება, შემდეგ ეტაპზე მოიტანს ყველა ჯგუფი თავისი ქვეყნის ტრადიიცის გადმოსაცემად საჭირო მასალებს და ააწყობენ პლაკატს, ასევე ექნებათ მოძიებული და ამობეჭდილი ფოტოები, რომლის პრეზენტაცია მოხდება დაფაზე.     
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი : ან ა წულუკიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა : ana.tsulukidze51@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :   http://anatsulukidze51.blogspot.com/